ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 208 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, ბოლო 24 საათში
კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 490 462-ს.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 429 190.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 483 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782,
ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157,
სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.14%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763
საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1
013.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605,
აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.
3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646
- თბილისში, 1 298- აჭარაში.
44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.