ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743
ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573,
ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი
- 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც:
7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში -
145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი,
მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1
333 - აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.