გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის
ფაქტი გამოავლინეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღაიანის
მიმდებარედ, მოქალაქემ მის მფლობელობაში არსებული სატვირთო-თვითმცლელი
ავტომანქანით მიიტანა და დაყარა 10 მ3 მიწა.
მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.