ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506,
ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69,
სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7
345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 622,
აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.
3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613
- თბილისში, 1 247 - აჭარაში.
48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 092 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 28 456, პირი, აჭარაში - 8 417, იმერეთში - 4 848.