ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 354 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 200 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა - 368, იმერეთი - 316,
ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 108, გურია - 64, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 156, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი
-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც:
7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1 133.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632,
აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.
3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557
- თბილისში, 1 193 - აჭარაში.
46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 118, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 100 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 29 313, პირი, აჭარაში - 6 137, იმერეთში - 4 824.