გორის ტერიტორიაზე 2500 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი შეიძინეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი
დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ
უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით
აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის
და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ
განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო
ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით
ითვალისწინებს.