ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803,
ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165,
სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7
410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 631,
აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
376 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთში - 24.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545
- თბილისში, 1 244 - აჭარაში.
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 101 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 30 012 პირი, აჭარაში - 8 246, იმერეთში - 4 553.