რეგიონში კოვიდინფექციის 2 469 აქტიური შემთხვევაა, - ამის შესახებ
ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე''
ავრცელებს.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულმა
წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა მიაწოდა. ეკა ქორჩაშვილის თქმით,
რეგიონში 2 981 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
,,ინფექციის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15 % გახლავთ. ბოლო
24 საათში 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში აქტიური
შემთხვევების რიცხვი 2 469-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთაგან 1 917 პირი
სახლში მკურნალობს, 552 კი მოთავსებულია სტაციონარში. ამ დროისთვის,
თვითიზოლაციაში იმყოფება 2 981 მოქალაქე", - განაცხადა ეკა
ქორჩაშვილმა.
ქორჩაშვილის ინფორმაციით, შიდა ქართლში მასობრივი შეკრების ახალი
კლასტერები არ ფიქსირდება.
,,მასობრივი შეკრებებიდან გავრცელებული ახალი კლასტერები არ გვაქვს,
ინფექციის ბოლო ამგვარი გავრცელება გახლდათ გორის მუნიციპალიტეტში,
როდესაც 7 აგვისტოს, სოფელ ზერტში გამართული ასკაციანი წვეულებიდან 19
პირს დაუდასტურდა ინფექცია", - აღნიშნა ქორჩაშვილმა.