15 მარტიდან დღემდე, შიდა ქართლის კლინიკებში აიცრა 46 557 მოქალაქე.
მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 12 736 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით -
33 821 მოქალაქე.
ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე''
ავრცელებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენელი რეგიონში, ეკა ქორჩაშვილი ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, ვაქცინაციაზე დღიური გამტარობა გახლავთ 1 711.
,,გუშინდელი მონაცემებით, 24 აგვისტოს რეგიონში აიცრა 1 711 პირი,
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინირებულთა აღნიშნული ციფრები,
იგივე მთლიანი მაჩვენებელი - 47 557 არ არის მხოლოდ შიდა ქართლის
მცხოვრები მოსახლეობა და ჩვენს რეგიონში ძალზე ბევრი იცრება თბილისსა
თუ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებიც“, - განუცხადა გორის
მერიის საინფორმაციო გვერდს ეკა ქორჩაშვილმა.
სინოფარმით აცრილია 17 249 ადამიანი, ასტრაზენეკათი - 4 321 პირი,
ფაიზერით - 20 917 და სინოვაკით - 4 070 ადამიანი.