ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 128
ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.51%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462,
ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102,
სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც:
7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.
ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650,
აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.
3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 470
- თბილისში, 1 270 - აჭარაში.
45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 127, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 28 441, პირი, აჭარაში - 7 790 იმერეთში - 4 762.