ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 915 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, გარდაიცვალა 78
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180,
ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი
- 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661. ვირუსს ჯამში 7
329 პირი ემსხვერპლა.
29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე -
10.04%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც:
7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 284, აჭარაში - 1 012, იმერეთში - 1 178. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 713,
აჭარაში - 171, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
371 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 2 864
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 -
თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 109 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221, იმერეთში - 3 998.