ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608,
ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159,
სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც:
7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 181, აჭარაში - 993, იმერეთში - 1 125. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში - 705, აჭარაში -
157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,
მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23. 2 840 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 1
033 - აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 11.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 118 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.