ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 497 517.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445,
იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84,
სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც:
7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 164, აჭარაში - 978, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში -
158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი,
მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 - თბილისში, 808
- აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 12.
სულ 6 ოქტომბრიდან - 31 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 121 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 21 178, პირი, აჭარაში - 5 770, იმერეთში - 4 199.