კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს
სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.
ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახურის ავრცელებს.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი
სერვისებით ისარგებლებენ:
- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში
ცვლილება და შეწყვეტა;
- უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება
იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
- ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
"იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად
ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ
სამინისტროში.