ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 952
პირი, გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282,
იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72,
სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782
საიდანაც:
7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია
1 577 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი.
36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.