ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 519 673.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175,
ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი -
35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7
016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 031, აჭარაში - 843, იმერეთში - 1 102.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში - 687,
აჭარაში - 179, იმერეთში - 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
414 პირი, მათგან თბილისში - 241, აჭარაში - 47, იმერეთში - 35.
2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124
- თბილისში, 712 - აჭარაში.
29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 131 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 32 526 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12
133 პირი, აჭარაში - 4 520, იმერეთში - 3 664.
იხილთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 120 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა