გორში შემოსული ტურისტების მხოლოდ 2% ათევს
ღამეს. ამის შესახებ გორის ტურიზმის სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობი, ეს გარემოება გარკვეულწილად უარყოფითად
მოქმედებს ზოგიერთი ტურისტული ობიექტის და ქალაქის ეკონომიურ
მდგომარეობაზე.
,,ქ. გორსა და სოფლებში 50 - მდე საოჯახო სასტუმრო მოქმედებს,
მაგრამ მათი საწოლების მაქსიმალური რაოდენობა 55 - ს არ აღემატება,
მაშინ როცა ტურისტულ ჯგუფებს გორში რომ დარჩნენ ღამისთევით, მინიმუმ
250 - 300 ადგილიანი სასტუმრო ესაჭიროებათ. არ გვაქვს ღამის
ქალაქი, საღამოს 7 საათის შემდეგ ფაქტიურად ქალაქი წყვეტს აქტიურ
ცხოვრებას, რაზეც უამრავმა ტურისტმა გამოთქვა გულისწყვეტა''
- აღნიშნულია ტურიზმის სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გორის საკრებულოს გაუგზავნეს.
ანგარიშს
10 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
ორში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი 2019 წელს იყო.
2017 წელს - 280 551 ტურისტი შემოვიდა.
2018 წელს - 456 556 ტურისტი შემოვიდა.
2019 წელს - 513 250 ტურისტი შემოვიდა.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდს:
2020 წლის 03 იანვრიდან - 2021 წლის 03 იანვრამდე სულ მთლიანად
დამთვალიერებელთა რიცხვმა 20 612 შეადგინა, მათ შორის - 11 133
უცხოელი ტურისტი.
2021 წლის 01 იანვრიდან - 03 აგვისტომდე შემოვიდა: 50 768 ვიზიტორი,
მათ შორის - 37 304 უცხოელი ტურისტი.