ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 567 922-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 523 669.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი
- 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც:
6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 930, აჭარაში - 784, იმერეთში - 1 084. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში -
178, იმერეთში - 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი,
მათგან თბილისში - 242, აჭარაში - 41, იმერეთში - 35. 2 152 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 682
- აჭარაში. 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 131 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 12 133 პირი, აჭარაში - 4 154, იმერეთში - 3 357.