სოფელ შავშვებში მოსახლეობის COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჩატარდა.
იმუნიზაციის პროცესს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის
დირექტორი ესწრებოდა.
მარინა გიუნაშვილის განცხადებით, იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე
ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა და COVID- 19- ის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც
ჩატარდება.
მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებში ამცრელი პუნქტების მოწყობა
ბევრად ამარტივებს სერვისით სარგებლობის პროცესს.
შავშვების სამედიცინო ამბულატორიაში მისულ ადამიანებს ჯავშნის გარეშე
ემსახურებოდნენ.