გორის საუბნო კომისიების შემადგენლობა ოლქის 15 წარმომადგენელმა დატოვა
გორში, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ე.წ. ნეიტრალურმა
15-მა წევრმა დატოვა.
ინფორმაციას 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ
მირუაშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, 15-ვე წევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მათ
ჩასანაცვლებლად კი, ხელახალი კონკურსი ცხადდება.
"გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ არჩეულმა 15 - მა
კომისის წევრმა შეიწყვიტა საკუთარი განცხადების საფუძველზე
უფლებამოსილება, ძირითადი მოზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ
მაგივრად გამოცხადებული იქნა კონკურსი და შევსებული იქნა კვოტები", -
აცხადებს მიეუაშვილი.