რუისის არხს რეაბილიტაციის შემდეგ 3 ,,გამშვები პუნქტი'' აკლია.
ასევე, გაირკვა, რომ სამუშაოების დროს, 23 ტონა ღორღის ნაცვლად, 12
ტონა ღორღი გამოიყენეს.
მიუხედავად ამისა, ქარელის მერიამ კომპანია ,,რიონი 2015''-ს მთლიანი
თანხის 97% აუნაზღაურა.
ხელშეკრულების მიხედვით, რუისის ცენტრალურ სარწყავ მაგისტრალზე 8
გამშვები პუნქტი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ადგილზე 5 აღმოჩნდა.
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 38
698,23 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც ხელშეკრულების ღირებულების
97%-ს შეადგენს.
კომპანიის საქმიანობა შესყიდვების სააგენტომ შეისწავლა, თუმცა, იმის
გამო, რომ მერიამ მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურა, რომ კომპანიამ
სამუშაოების 97% შეასრულა, ,,რიონი 2015'' შავ სიაში არ შეიყვანეს.