ახალი ამბები
ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებლის მოძრაობა აღდგა
ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებლის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა აღდგა საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა 2020 წლის მარტიდან იყო შეწყვეტილი. იმის გამო, რომ ელექტრომატარებლებში მგზავრთა ნაკადი ყოველთვის დიდია, საქართველოს რკინიგზა ამ დრომდე გახსნისგან თავს იკავებდა.

 

Print