ტახტისძირის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირის სიახლოვეს მავთულხლართები
გააბეს.
საოკუპაციო ხაზი, ტახტისძირსა და გვირგვინას შორის, ახლა რკინის
ბადეზე გადის.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ,,ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით
ქაცარავა აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები
არასდროს ყოფილა.
ტახტისძირსა და გვირგვინას შორის მანძილი სულ რაღაც რამდენიმე ერთეული
კმ-ია. ტახტისძირი ქარელის მუნიციპალიტეტს, ხოლო გვირგვინა -
ოკუპირებულ ზნაურის (ყორნის) რაიონს ეკუთვნის.