კარალეთში აგვისტოს ომში დაკარგული ოთარ სუხიტაშვილის მემორიალი დაიდგმება
კარალეთში აგვისტოს ომში დაკარგული ტანკისტის, ოთარ სუხიტაშვილის
მემორიალი დაიდგმება.
ამის შესახებ გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია
ერთ კვირაში გამოვლინდება.
მემორიალური ობელისკის პროექტი მერიას უკვე შედგენილი აქვს. ამავე
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სკვერის მოწესრიგებაც.
გორის მერიამ მემორიალური ობელისკისა და სკვერის მოსაწყობად, 17 000
ლარი გამოყო.