ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 946 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 581 815-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 545 916.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 133,
ქვემო ქართლი - 38, შიდა ქართლი - 36, გურია - 33, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 99, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი -
20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6
186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში - 576,
აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.
1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 -
თბილისში, 404 - აჭარაში.
19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 146 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.