ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 221 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 585 036-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა - 220, იმერეთი - 498,
ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 279, გურია - 71, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი
- 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772
საიდანაც:
5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 428, აჭარაში - 664, იმერეთში - 1 046.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 387 პირი, მათ შორის, თბილისში - 557,
აჭარაში - 167, იმერეთში - 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
346 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 29, იმერეთში - 25.
1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 -
თბილისში, 367 - აჭარაში.
20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 147 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.