ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039
ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321,
ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი
- 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც:
5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 233, აჭარაში - 608, იმერეთში - 1 059. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში -
146, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი,
მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 24, იმერეთში - 29. 1 276 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 351 -
აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.