ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.19% , ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.89%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი
- 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701
საიდანაც:
5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 144, აჭარაში - 570, იმერეთში - 1 058.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში - 485,
აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30.
1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 -
თბილისში, 304 - აჭარაში.
20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.