ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ხოლო
გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595
926-ს..ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563
530.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102,
ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795
საიდანაც:
5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 107, აჭარაში - 578, იმერეთში - 1 064.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში - 485,
აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.
1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 -
თბილისში, 305 - აჭარაში.
17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.