ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 016
ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 024 პირი,
გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 567 797. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 664 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა;
აჭარა - 130,
იმერეთი - 289,
ქვემო ქართლი - 145,
შიდა ქართლი - 103,
გურია - 63,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188,
კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37,
სამცხე-ჯავახეთი - 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც:
5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 199 პირი,
მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში -
195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.
993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 -
თბილისში, 281 - აჭარაში.
17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.