ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 602 065-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 646 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 570 443.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 711 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100,
იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43,
სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 885
საიდანაც:
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში - 427,
აჭარაში - 127, იმერეთში - 315. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
305 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 27, იმერეთში - 28.
930 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 474 -
თბილისში, 293 - აჭარაში.
17 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 056 ადამიანი.