დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საარჩევნო პროგრამას წარადგენს.
პრეზენტაცია სოციალურ ქსელში 19 საათზე დაიწყება.
ფეისბუქის მომხმარებლებს გორის მერობის კანდიდატის პროგრამის გაცნობა
მის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება.
ოლიმპიური ჩემპიონი კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებზე იყრის. მასთან ერთად, მერობის კანდიდატები არიან: ეთერ
ჯალაღანია - ევროპული საქართველოდან; ვასილ მახარაშვილი - ნაციონალური
მოძრაობიდან და კონსტანტინე ანანიაშვილი - გახარიას გუნდიდან.