ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 609 340-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 392,
ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 46, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 215, კახეთი - 413, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი
- 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც:
4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 608, აჭარაში - 422, იმერეთში - 901. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 386, აჭარაში -
122, იმერეთში - 305. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი,
მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 21, იმერეთში - 31. 744 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 - თბილისში, 215 -
აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი.