ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 929 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 611 269-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 582 805.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 917 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 363,
ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი
- 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521
საიდანაც:
4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 566, აჭარაში - 405, იმერეთში - 909.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 381,
აჭარაში - 123, იმერეთში - 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
272 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 21, იმერეთში - 27.
726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 -
თბილისში, 204 - აჭარაში.
14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.