გორელ ფრენბურთელ ვაჟა გუნდმა, აჭარის ღია ჩემპიონატზე პლაჟის
ფრენბურთში ,,ოქროს ბურთი 2021" მოიპოვა.
ინფორმაციას გორის მერიის სპორტის სააგენტო ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ღია ჩემპიონატი 26-29 სექტემბერს
გაიმართა.
ფრენბურთის გუნდი ,,გორი'' შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური
სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული. მას გამოცდილი მწვრთნელი
თინა ფსუტური ხელმძღვანელობს.
,,გორი", ბათუმში გამართულ ღია ჩემპიონატზე 8 გუნდთან ერთად ჩაება და
შეჯიბრება დაუმარცხებლად დაასრულა.
გორის გუნდმა, გიორგი ჯანელიძის და ნიკა მჭედლიძის შემადგენლობით ჯერ
ბათუმის მესამე და მეორე გუნდები დაამარცხა, შემდეგ სძლია თბილისი
2-ს, ნახევარფინალში ცაგერს, ხოლო ფინალში სტუ-ს.
აღსანიშნავია, რომ სტუ ამ შეჯიბრების გამარჯვებული გახლდათ გასულ
წელს.