ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.22%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 586 704.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 311,
ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 183, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი
- 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057 საიდანაც:
4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 493, აჭარაში - 369, იმერეთში - 897. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში -
115, იმერეთში - 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი,
მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 22, იმერეთში - 26. 768 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 401 - თბილისში, 189 -
აჭარაში. 14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.