2021 წლის 2
ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, 12:00
საათისთვის ხმა 16 386 -მა მოქალაქემ მისცა. რაც საერთო რაოდენობის
16%-ია. გორის 32-ე ოლქში სულ რეგისტრირებულია 112 631
ამომრჩეველი.
10:00 საათისთვის კი გორის ოლქში ამომრჩევლეთა აქტივობა 7% იყო -
უბნებზე მივიდა 7991 ამომრჩეველი.
რაც შეეხება გასულ არჩევნებს, მაგალითად:
2017 წლის
თვითმმართველობის არჩევნებზე: (110174 ამომრჩეველი)
10:00 საათზე მისული იყო 6197, რაც საერთო რაოდენობის 5.6%
12:00 საათზე მისული იყო 14404, რაც საერთო ამომრჩევლის 13.1%
2020 წელს
(საპარლამენტო არჩევნებზე) 12 საათის მონაცემებით, გორის უბნებზე 18
134 ამომრჩეველი იყო მოსული - 18,1 %
2012 წლის
ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ დილის 10 საათზე, გორში მივიდა 12 462
ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 11.1%
ხოლო 12 საათზე ამომრჩეველთა აქტიურობა იყო 27%, რადგან უბნებზე
მისული იყო 30 299. 2012 წელს გორის უბნებზე რეგისტირებული იყო 112
291 ამომრჩეველი.