2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა - მიმდინარეობს ხმის დათვლა
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, 20
საათის მონაცემებით, გორის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა - 57 581
ამომრჩეველი
არ გამოცხადდა - 55 050 ამომრჩეველი. 32-ე ოლქში სულ რეგისტირებულია
112 631 ამომრჩეველი.
რაც შეეხება 2017 წლის თვითმმართველობის მონაცემებს, იმ პერიოდში
არჩევნებზე გამოცხადებული იყო 44278 ამომრჩეველი (40.19%) 110174
ამომრჩევლიდან.
მაღალი აქტივობით, კვლავ, რჩება 2012 წლის არჩევნები, რა დროსაც,
გორის უბნებზე 112291 ამომრჩევლიდან გამოცხადებული იყო 72 138
ამომრჩეველი. 64.24%