96 ათასი ლარი დაიხარჯება საახალწლო მორთულობებისთვის, რომლის შესახებ
გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
22 სექტემბერს ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დასადებად კომპანია
,,ჯეოლათი'' მიიწვიეს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია გორისთვის 1500
სტრინგ-განათებას, ლითონის ღეროზე დაკიდულ სხვადასხვა ზომის მანათობელ
ბურთულას შეიძენს.
ამისთვის დასჭირდებათ 5 კმ სიგრძის ახალი ბაგირი და 5 კმ სიგრძის
ალუმინის ახალი სადენი.