ახალი ამბები
ავარია ავტობანზე
17:48 / 08.10.2021
ავტობანზე ავარია მოხდა.
თბილისის მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს, ნიგოზა-ჩობალაურის მონაკვეთზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფთა ცნობით, სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია.
მიმდინარეობს მოკვლევა.