ავარია მოხდა ავტობანზე. ქორწილის ესკორტის მანქანა გზის სავალი
ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა, 18 წლის მამაკაცი.
დაშავდა 3 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
,,გორმედის'' წარმომადგენლის ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკული
იყო.. დანარჩენ ორს მკურნალობა უტარდება.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.