ირლანდიაში, ტომას კენედის გადასასვენებლად, მეგობრები თანხას
აგროვებენ. ერთ დღეში უკვე 45 000 ევრო შეგროვდა.
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა
გაავრცელა. მან ტომაისის მშობლების თანხმობით, სპეციალური გვერდი
შექმნა:
,,პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი აღმოაჩინეს მდინარე
მტკვარში, საქართველოში. ის სასტიკად და ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი
ბოროტი ადამიანის ხელით. ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულნი ვართ,
სიტყვები არ მყოფნის, ცხოვრება არასოდეს იქნება ასეთი კარგი - ჩვენი
ლამაზი ნიჭიერი ბიჭის გარეშე.'' - მიმართავს ოლივია
თანამოქალაქეებს.
მისი ინფორმაციით, ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19– ის
შეზღუდვების გამო, რთულია:
,,ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა
ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის
ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County
Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან
დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების
მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის
გასაცნობად" - წერს ტომასის მეგობარი.
ტომას კენედი, გორში, 7 ოქტომბერს მოკლეს. მისი ცხედარი 9 ოქტომბერს,
მდინარე მტკვარში გორიდან 10 კმ-ში, სოფელ ქვახვრელში იპოვეს.
პოლიციამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, აქედან 4-ს დამამძიმებელ გარემოებაში
მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი, ხოლო მეხუთე პირს - დანაშაულის
შეუტყობინებლობის გამო.