შავშვებთან მომხდარ მძიმე ავარიისას დაშავებული გიორგი ცერაძე
საავადმყოფოდან გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორმედის საავადმყოფოს ადმინისტრაცია
ავრცელებს:
,,სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის, ოთხი ურთულესი
ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის
ღონისძიებების შედეგად, 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაშავებულმა გიორგი ცერაძემ ,,გორმედის" სტაციონარი დღეს
დატოვა და ბინაზე გაეწერა", - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ავარია 9 ოქტომბერს მოხდა. საქორწილო კორტეჟის მანქანა გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
3 ადამიანი დაიღუპა. მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.