ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა - 111, იმერეთი - 827,
ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი
- 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც:
5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში -
115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,
მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29. 1 012 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 -
აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.