ახალი ამბები
კავთისხევის სიახლოვეს უკანონოდ მოჭრილი შეშით დატვირთული ,,ვილისი'' შეაჩერეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ შეჩერებული
ავტომანქანის ძარაზე, 1 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო
განთავსებული.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი
გამოავლინეს.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი
ოქმი. ავტომანქანა დაილუქა