ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 483 პირი; გარდაცვალების
43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729,
ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი
- 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511
საიდანაც:
6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში - 545,
აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
309 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.
44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.
კორონავირუსით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742
პირი ემსხვერპლა.