Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,12 წლის ბავშვს, რომელმაც ხილი უნებართვოდ მოკრიფა, ბაღის მეპატრონეებმა სცემეს და სახლში შიშველი გაუშვეს'' - PHR
,,2021 წლის მაისში ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. რის შედეგადაც
ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური
დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით
ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი,
მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ
გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში
გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი
აღენიშნებოდა.''
ამ განცხადებას ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR'' - ავრცელებს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, პროკურატურამ ბავშვის მიმართ დამამცირებელ მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას არ აწარმოა.
ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. პროკურატურამ ორი პირიდან მხოლოდ ერთს წაუყენა ბრალი, ცემის მუხლით, ხოლო მეორე პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
იურისტების განმარტებით, პროკურატურამ ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე უარი განაცხადა. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე.
PHR-მა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.
იურისტები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო:
,,სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს. '' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |