ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, კორონავირუსით
გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732,
ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69,
სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც:
6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში -
128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი,
მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30. 996 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 -
აჭარაში. 42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.89%.