გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი
გაჩნდა.
ცეცხლი ლიფტის შახტას გაუჩნდა, რასაც სადარბაზოს დაკვამლიანება და
პანიკა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან
ერთად სამართალდამცველებიც მუშაობდნენ, მათ ლიფტი დალუქეს.
კონსტრუქციის გაუმართაობის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიას ონფორმაცია
დიდი ხნის წინ მიაწოდეს და მერიის თანადაფინანსების პროგრამითაც
ისარგებლეს, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე არ მომხდარა.