გორის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო. პირველივე დღეს, ახალმა მერმა
სოფელ ატენსა და ჭალა-წყაროსუბნის დასახლებაში რწმუნებულები
შეცვალა.
საკუთარ მოვალეობას აღარ ასრულებენ: ნუგზარ მძინარაშვილი და ლადო
მაყიშვილი.
როგორც ატენში, მერის ყოფილი წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი
გვიდასტურებს, პარასკევს, მათთან გამოცხადდა სანდრო ხუციშვილი და თავი
ლადო ხინჩეგაშვილის წარმომადგენლად გააცნო:
,,ახალა მე აღარ ვასრულებ მოვალეობას. მოვიდა ჩვენთან სანდრო
ხუციშვილი, გაგვეცნო წარმომადგენლად. ჩემთან დაკავშირებით რა იქნება
მომავალში, არ ვიცი'' - ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი.
რაც შეეხება ჭალა-წყაროსუბნის წარმომადგენლობას, აქ მერიის ოფიციალურ
ვებ-გვერდის მიხედვით, კვლავ ლადო მაყიშვილი ითვლება წარმომადგენლად,
თუმცა ოფიციალურად მისი უფლებამოსილება შეწყდა. მის ნაცვლად, როგორც
მერიაში აცხადებენ, მოვალეობას სპეციალისტი ასრულებს.
გორის მერიის პრეს-სამსახურში დაგვპირდნენ, რომ დეტალურ ინფორმაციას,
სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, მოგვაწვდიან.